ეს საინტერესოა: ოქსფორდის ლექსიკონში დაამატეს გამოთქმები ქსელური სლენგიდან | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() შემდგენელთა თქმით, გამოთქმები "OMG" („ო ღმერთო ჩემო“) და "LOL" („ხმამაღლა ხარხარებს“) უკვე მსოფლიო ქსელის საზღვრებს გასცდა და ბეჭდვით გამოცემებსა და წერილობით მეტყველებაში გავრცელდა. მეტიც, წერილზე "OMG" - ის პირველი ხსენება ჯერ კიდევ 1917 წელს მიეკუთვნება - ეს სიტყვათა შეთანხმება პირად მიმოწერაში იქნა გამოყენებული. გამოთქმა "LOL" -ს გარკვეული გამოყენება ჰქონდა XX საუკუნის 60-იან წლებში, მაგრამ მაშინ იგი მოხუც ქალბატონებს ეხებოდა ("little old lady"). OED-ის შემდგენლები ცალკე აღნიშნავენ ლექსიკონში სიმბოლო "<3" - ის შეტანას, რომელიც ცვლის ზმნას „სიყვარული“, ან როგორც მას ლექსიკონის ავტორები აღნიშნავენ „სიტყვა ‘გულის’ ფორმას“. "LOL", "OMG" და "<3" ქსელური სლენგის პირველი გამოთქმები არაა, რომლებიც ოქსფორდის ლექსიკონში მოხვდა. მანამდე მასში უკვე იყო ჩართული "IMHO" („in my humble opinion" - ჩემი მოკრძალებული აზრით), "TMI" („too much information" - ძალზედ ბევრი ინფორმაცია) და "BFF" („best friends forever" - სამუდამოდ საუკეთესო მეგობრები). 2010 წლის აგვისტოდან ოქსფორდის დიდი ლექსიკონის გამომცემლებმა უარი თქვეს მისი ქაღალდის ვერსიის გამოშვებაზე. "OED" - ის ონლაინ-ვარიანტით სარგებლობის წლიური გამოწერა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს 240 ფუნტი (დაახლებით 372 აშშ დოლარი) უჯდებათ, ამერიკელებს კი - 295 დოლარი. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1768.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 მარ. 2011, 11:19 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.