მეცნიერება-ტექნოლოგიები: საქართველოსა და სომხეთის განათლების მინისტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერესხელი | საქართველოს ამბები | ||
საქართველოსა და სომხეთის განათლების მინისტრებმა დიმიტრი შაშკინმა და არმენ აშოტიანმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ორი ქვეყნის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები კონტაქტების აქტივიზაციას მოახდენენ და ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. ორივე მხარე ასევე საკუთარ თავზე ვალდებულებას იღებს, დააფინანსოს თითოეული მხრიდან 10 სტუდენტის სწავლა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. დიმიტრი შაშკინმა და არმენ აშოტიანმა ასევე ჩაატარეს სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა ერთმანეთს გაუცვალეს ინფორმაცია თავიანთი ქვეყნების განათლების სფეროსა და სამომავალო გეგმებზე. სომხეთის განათლების მინისტრმა საქართველოში რამდენიმე ზოგადსაგანმანათებლო სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი დაათვალიერა, პირადად გაეცნო სიახლეებსა და იმ პროექტებს, რომლებიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. საქართველოში სომხეთის განათლების მინისტრის ვიზიტი გრძელდება. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1767.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 მარ. 2011, 11:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.