გარემო: ახალი ზელანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მიწისძვრა მოხდა | მსოფლიოს ამბები | ||
4.9 მაგნიტუდის მიწისძვრა 25 მარტს ახალზელანდიური კუნძულ სამხრეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) იტყობინება. სეისმოლოგთა მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გისბორნიდან 38 კილომეტრში იმყოფებოდა, მისი კერა 62 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ინფორმაცია მსხვერპლზე, ნგრევებსა და ცუნამის წარმოქმნის საფრთხეზე არ შემოსულა. ერთი თვის წინ დამანგრეველმა მიწისძვრამ თითქმის მთლიანად გაასწორა მიწასთან ახალი ზელანდიის კუნძულ ჩრდილოეთზე მდებარე ქალაქ კრაისტჩიორჩის ცენტრალური ნაწილი. დაინგრა მრავალი შენობა, ცენტრალური ტაძარი, რამდენიმე რაიონი საცხოვრებლად უვარგისი გახდა. სეისმოლოგთა მონაცემებით, 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქიდან უშუალო სიახლოვეში იყო განლაგაებული. 240-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სტიქიით მიყენებული ეკონომიკური ზარალი 15 მლრდ დოლარად არის შეფასებული. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1766.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 მარ. 2011, 10:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.