შოუ-ბიზნესი: საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კინოტრეინინგი გაიმართება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კინოტრეინინგი MINI EAVEგაიმართება. როგორც Trend-ს საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში შეატყობინეს, კინოცენტრმა, ევროპულ ტრენინგ-პროგრამასთან ერთად, ქართველი კინემატოგრაფისტებისათვის კონკურსი გამოაცხადა, რისი მიზანიცაა კინოპროექტებისა და სცენარების განვითარების ტრენინგში მონაწილეობა. პროგრამის ფარგლებში საქართველოში ორი სემინარი ჩატარდება: პირველი 25-27 მარტს, მეორე - 15-17 აპრილს. ტრენინგ-პროგრამებს სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ: ალან ფონტენი, კლერ დაუნსი, რიინა სილდორსი, დენის ვისლინი, სიბილ კურცი. ტრენინგის დასასრულ, ერთ-ერთ საუკეთესო პროექტს მიეცემა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს 2011 წელს ტალინის Black Market-ის ფარგლებში ორგანიზებულ Baltic Event-ში. ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, MINI EAVE-ს მიიღებს კულტურის ცენტრი თბილისში - ევროპის სახლი. ტრენინგის ბოლო დღეს, 27 მარტს, მოხდება უცხოელ სტუმართა მიღება. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1765.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 მარ. 2011, 10:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.