საზოგადოება: შაშკინი: პედაგოგების ხელფასი მოკლე ვადაში 1000 ლარს მიაღწევს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით პედაგოგების ხელფასი მოკლე ვადაში 1000 ლარს მიაღწევს. როგორც მან დღევანდელ საპარლამენტო დებატების დროს განაცხადა, საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ მასწავლებლების საშუალო ხელფასი 600 ლარს მიაღწევს, ხოლო პედაგოგების ხელფასი, რომლებიც კომპიუტერულ კურსებსა და ინგლისურს დაეუფლება, 1 000 ლარი გახდება. მინისტრის თქმით, პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელისუფელელბა დაეხმარება, წელს ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი გამოიყოფა, რადგანაც პედაგოგებს ექიმების მსგავსად ცოდნის განახლება ესაჭროება. "კომპიუტერისა და ინგლისურის ცონდა არ ნიშნავს იმას, რომ განათლებული ხარ, არამედ იმაზე მიუთითებს, რომ შეგიძლია საკუთარ განათლებაზე იმუშაო. პედაგოგებმა ინგლისური იმ დონეზე უნდა იცოდნენ, რომ მუდმივად ახალ ინფრომაციას გაეცნონ. ხელფასზე ინგლისურის ცონდა იმ შემთხვევაში არ აისახება, თუ პედაგოგს თავის პროფესია აქვს და მისი უნარები 100 %-ითაა შეფასებული."-აღნიშნა შაშკინმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1764.html
| |||
განათავსა - consul | 25 მარ. 2011, 18:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.