ეკონომიკა: დღეს გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,მსოფლიო კრიზისი და საქართველო" | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
დღეს საქართველოს ტექნიკურ სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ეკონომიკის მეცნიერების დოქტორის სოლომონ პავლიაშვილის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო კოფენრეცია თემაზე ,,მსოფლიო კრიზისი და საქართველო". მისი ორგანიზატორებია: საქართველოს ტექნიკური სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომისტთა ასოციაცია და ჟურნალი ,,სოციალური ეკონომიკა: 21-ე საუკუნის აქტუალური პრობლემები". საქართველოს მეცნიერებთან ერთად კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა ექსპერტებმაც. ,,მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი არის იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ საზოგადოებას არ შეუძლია გვერდი აუაროს მას და არ გაეცნოს ქართველ მეცნიერტა პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ქართულ ეკონომიკას აქვს ძალა და პოტენციალი მართებულად შეაფასონ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები", - აღნიშნა პავლიაშვილმა. მისი თქმით, კონფერენციისათვის შექმნილი იქნა ჟურნალის სპეციალური ნომერი ,,სოციალური ეკონომიკა", რომელშიც გამოქვეყნებული იქნა 140 სამეცნიერო ნაშრომი მსოფლიო საერთაშორისო კრიზისთან დაკავშირებით, მათ შორის არის ამერიკელი, გერმანელი, უკრაინელი და აზერბაიჯანელი პროფესორთა გამოკვლევები. ,,მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ეკონომისტთა რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები გახდებიან კრიზისად გამოსასვლელ ერთგვარ გასაღებად", - აღნიშნა პავლიაშვილმა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორმა რუდიგერ ანდრეზენმა, უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს კიევის განყოფილების ხელმძღვანელი ვერა გერასიმენკო, აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა ფიზუპ მამედოვმა და არზე გასანოვმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1760.html
| |||
განათავსა - Legatuss | 25 მარ. 2011, 16:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.