საზოგადოება: ვეფხვაძეს რეალითი-შოუს ნახვა სურს, სადაც 10-ვე მინისტრი მიიღებდა მონაწილეობას | საქართველოს ამბები | ||
საპარლამენტო ფრაქციის "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ ხელისუფლებას სატალევიზიო შოუს გადაღება შესთავაზა, სადაც მონაწილეობას მინისტრები მიიღებდა. ამ წინადადებით მან მთავრობის კვირის ფარგლებში შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მინისტრს ანდრია ურუშაძეს მიმართა. "ავირჩიეოთ 10 ყველაზე ექსტრემალური მინისტრი, მოვათავსოთ ისინი დახურულ სივრცეში და მივცეთ მათ 100 ლარი, და ვნახოთ როგორ შეძლებენ ისინი მთელი თვის განმავლობაში ამ თანხით ცხოვრებას. თუ ვინმეს ძალიან გაუჭირდება 30 ლარიანი ვაუჩერი მივცეთ. ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო სპექტაქლი იქნება პენსიონერებისათვის, რომლებიც პენსიას 80 ლარის ოდენობით ღებულობენ" - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. დეპუტატმა ირონიულად აღნიშნა, რომ ამ იდეას ჯანდაცვის სამინისტრო შეაქებს და ტელეკომპანიას შესაბამისად დააფინანსებს. ოპოზიციის დეპუტატები ყველაზე მტკივნეულ საკითხად დაბალ პენსიებს მიიჩნევს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1759.html
| |||
განათავსა - consul | 25 მარ. 2011, 16:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.