საზოგადოება: ჯანდაცვის სამინისტრო - დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოიფხვრება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძეს განცხადებით დაზღვევის სისტემაში არსებული პრობლემები უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება. მისი თქმით მედიაციის სამსახურს,რომელიც შეიქმნა ერთი წლის წინ, მისცეს დავალება ჩართულიყო ურთიერთობებში როგორც მოქალაქეებსა და კომპანიებს, ასევე საავადმყოფოებსა და სადაზღვეო კომპანიებს შორის. მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარვეზები უახლოეს მომავალში აღმოფხვრილი იქნება. ,,იზრდება დაზღვეულთა რიცხვი, მათ შორის 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისა და ბავშვების. სამედიცინო დაზღვევის პოპულიზირებამ და დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვამ კერძო კომპანიების საფუძველზე, საშუალება მისცა ერთ მილიონზე მეტ ადამიანს მიეღოთ სამედიცინო დაზღვევა" , - აღნიშნა ურუშაძემ და დაამატა, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანთა დაზღვევაზე იხარჯება 130 მლნ. ლარი ყოველწლიურად. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1758.html
| |||
განათავსა - Legatuss | 25 მარ. 2011, 16:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.