ეკონომიკა: ჩეხეთის მაღაზიებში ქართული ღვინო არ არის | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ქართული ღვინის მწარმოებლებს მათი დისტრიბუტორები საზღვარგარეთ არ ეხმარებიან ნაწარმის რეკლამირებასა და მისი მსხვილ სავაჭრო ქსელში მოხვედრაზე. ამის შესახებ განაცხადა საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვაჟა კიკნაძემ. მისი თქმით ამ მიზეზის გამო ჩეხეთის არცერთ მსხვილ სავაჭრო ქსელში ქართული ღვინო არ იყიდება. იგი მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი რესტორნებსა და რუსულ სურსათის მაღაზიებში. არასაკმარისი რეკლამის თაობაზე საუბრობს კომპანიის ,,ბიოღვინის" დამფუძნებელი გივი ნიკოლეიშვილი, რომელსაც თავისი ნაწარმი გააქვს ექსპორტზე კანადაში. მისი თქმით ერთი კომპანიისათვის ძალიან ძვირი იქნება რეკლამა ან თუნდაც სტაიტა გაზეთში, მაგრამ თუ რამოდენიმე გაერთიანდება მაშინ გაცილებით ნაკლები დაუჯდებათ. ნიკოლეიშვილის განცხადებით ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები კანადაში ყიდიან 1 000 - დან 2 000 ბოთლამდე, ხოლო სათანადო რეკლამის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება, რადგან კანადა ევროპასთან შედარებით ადვილად იღებს ახალ პროდუქტს. ასოციაციის ,,ქართული ღვინოს" წამომადგენლის განცხადებით უკვე მზად არის 50 წუთიანი სარეკლამო რგოლი საქართველოს შესახებ, რომელიც გადაიღო ტელეარხმა ,,თრაველ ჩანელმა". იგი პირდაპირ ეთერში გავა მიმდინარე წლის ზაფხულიდან. მისი თქმით დიდი ყურადღება დაეთმობა მეღვინეობის კულტურას. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1755.html
| |||
განათავსა - Legatuss | 25 მარ. 2011, 16:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.