საზოგადოება: საქართველომ რუსეთს განათლების სფეროში გატარებული რეფორმებით აჯობა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მიაჩნია, რომ საქართველომ რუსეთს განათლების სფეროში გატარებული რეფორმებით გაუსწრო. ამის შესახებ შაშკინმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით "ყველა იმ რეფორმას, რომელიც საქართველოში ხორციელდება, რამოდენომე თვეში რუსეთის ანალოგიური დაწესებულებაც ახორციელებს." მაგალითისათვის შაშკინმა პროფესიული განათლების სფეროში გატარებული რეფორმა დაასახელა და განაცხადა, რომ რამოდენიმე დღის წინ მისი კოლეგის მიერ გამოქვეყნებული ბრძანება ანალოგიური სტანდარტების დაწესებას ეხებოდა. "ის, რაც ჩვენ უკვე განვახორციელეთ, რუსეთი მხოლოდ ახლა იწყებს."-განაცხადა შაშკინმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1753.html
| |||
განათავსა - consul | 25 მარ. 2011, 16:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.