პოლიტიკა: იემენში ცნობილი ტელეარხის მაუწყებლობა აკრძალეს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() მანამდე იემენის ხელისუფლებებმა კატარული ტელეარხი დაადანაშაულეს სიმპატიებში მასიური ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეების მიმართ. ოთხშაბათს იემენის პარლამენტმა მოიწონა ქვეყანაში 30 დღით საგანგებო მდგომარეობის შემოღება. ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა კენჭისყრას. ქვეყანაში შეჩერებულია კონსტიტუციის მოქმედება, აკრძალულია საპროტესტო აქციები, ნებადართული ხდება დაპატიმრებები სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, შემოღებულია ცენზურა. თითქმის ორი თვის განმავლობაში იემენელი აქტივისტები პოლიტიკური თავისუფლებების გაფართოებისა და პრეზიდენტ ალი აბდულა სალეხის ძალაუფლების შეზღუდვისათვის იბრძვიან. პრეზიდენტი ხელისუფლებაში უკვე 30-ზე მეტი წელია იმყოფება. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1749.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 მარ. 2011, 08:54 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.