პოლიტიკა: ოფიციალურიმა მოსკოვმა პატრიარქის სრული ტიტული პირველად დაასახელა | საქართველოს ამბები | ||
ოფიციალურმა მოსკოვმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსი და პიცუნდისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი სრული ტიტულით პირველად მოიხსენია. ამის შესახებ ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში, აფხაზურ საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა. "რუსეთისთვის ამ ტიტულის აღიარება ადვილი არ იყო და მისგან მოსულ წერილებში ყოველთვის ძველი ტიტული იყო მითითებული. ამ დღებში, მე რუსეთის პრეზიდენტის ერთერთი მრჩევლისგან, შვიდკოვისგან წერილი მივიღე, სადაც ჩემი ტიტული სრულად იყო მოხსენიებული"-განაცხადა პატრიარქმა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისთვის პიცუნდისა და ცხუმ-აფხაზეთის ტიტულის დამატების გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1739.html
| |||
განათავსა - consul | 24 მარ. 2011, 16:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 2 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.