ეკონომიკა: სოფლის მეურნეობაზე გამოყოფილი 150 მლნ ლარი 70 პროექტზე გადანაწილდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გამოყოფილი 150 მლნ ლარი 70 პროექტზე გადანაწილდება. ამის შესახებ 23 მარტს პარლამენტში დებატებზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა. მან დეპუტატებს კონკრეტული პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ მათი რეალიზაციის შედეგი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. დასახელებულ პროექტებს შორისაა ლოჯისტიკური სასოფლო-სამეურნეო ცენტრი, რომელიც თბილისის მახლობლად გარდაბნის რაიონში აშენდება. სიმინდის შესანახი მეურნეობა. იგი ლაგოდეხში შეიქმნება, სადაც წელს მინიმუმ 6 000 ჰექტარი ჰიბრიდული სიმინდი დაითესება. სწორედ ლაგოდეხის რაიონიდან წელს სიმინდის პირველი ექსპორტი განხორციელდება. ზუგდიდში ბოსტნეულის ჩითილის გამოყვანის სათბურის აშენებაა დაგეგმილი. ნიქოზში შეიქმნება გამოცდილი მეურნეობა წერტილოვანი მორწყვით. სარწყავი სისტემები გარდაბანსა და დედოფლისწყაროში აშენდება. ასევე განხორციელდება სადრენაჟო სისტემების პროგრამა კახეთში. სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთები შეიქმნება, როგორც კვეზერელმა განაცხადა, ეს სამუშაო უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში აშშ-დან ნერგებს ჩამოიტანენ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1738.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 მარ. 2011, 11:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.