ეკონომიკა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიდ ბრიტანეთში შეხვდება პოტენციურ ინვესტორებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ფიფნსთა მინისტრი განაგრძობს შეხვედრებს უცხოელ ინვესტორებთან. ამ მიზნით კახა ბაინდურაშვილი გაემართა დიდ ბრიტანეთში, როგორც იტყობინება ფინანსთა სამინისტრო. ლონდონში ბაინდურაშვილი გამართავს საქმიან შეხვედრებს, სადაც ორგანიზაციის ,,პოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა" შედგება შეხვედრა მსხვილ ინვესტორებთან. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღებენ საქართველო-დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პალატის წევრი 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელები. მათ შორის არიან: Etco International Commodities; Mcmillan&Co (Electrical Engineers); Kelan Clothing Manufacturers; Heritage Chocolate Coins; Helifix; Technology in Motion; Harvey Fabrication და სხვა. შეხვედრის მიზანია უცხოური კომპანიის მმართველებს გააცნონ საქართველოს ბიზნესგარემო, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და განიხილონ ინვესტორთა შესაძლებლობები. ანალოგიური მასშტაბური შეხვედრა ბიზნესმენებთან გაიმართა ინდოეთში მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, სადაც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ბაინდურაშვილმა მიიღო მონაწილეობა ბიზნეს-კონფერენციაში. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1737.html
| |||
განათავსა - Legatuss | 24 მარ. 2011, 11:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.