პოლიტიკა: ლიბიაში ოპოზიციამ დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა | მსოფლიოს ამბები | ||
ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში ბენგაზში ბაზირებულმა ოპოზიციურმა გარდამავალმა ეროვნულმა საბჭომ (გეს) დღეს, 23 მარტს, დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გეს-ის წევრი მაჰმუდ ჯებრილი. ამის შესახებ განაცხადეს არაბულმა ტელეარხებმა „ალ-ჯაზირამ“ და „ალ-არაბიამ“. ტელეარხები არაფერს ამბობენ იმ საკითხებზე, რომლებსაც მეამბოხეთა მთავრობა უყენებს საკუთარ თავს. ამასთან, ისინი იტყობინებიან, რომ ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ კადაფის ჯარებმა დღეს დაიკავეს მისურატის ცენტრი - ლიბიაში სიდიდით მესამე ქალაქი, რომელიც ტრიპოლისაგან აღმოსავლეთით 200 კილომეტრში მდებარეობს. „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით, დასავლეთ კოალიციის ძალებმა დღეს, სულ ცოტა, ორი დარტყმა მიაყენეს სამთავრობო ჯარებს თვითონ მისურატში. ამის შემდეგ კადაფის ჯარებმა შემდგომი იერიში შეწყვიტეს. ქვეყნის აღოსავლეთით აჯდაბიაში ასევე ადგილი აქვს მეამბოხეებისა და სამთავრობო ჯარების შეტაკებებს. არაბული ტელეარხები აღნიშნავენ, რომ, როგორც ჩანს, ლიბიის ჯარის ჰაერსაწინააღმდეგო ობიექტებზე კოალიციის ღამის დარტყმებს ჯამახირიაში ამჟამად მიმდინარე მოვლენების საერთო სურათი არ შეუცვლია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1730.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 მარ. 2011, 14:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.