პოლიტიკა: საქართველოს პარლამენტში მინისტრთა გამოსვლა ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 23 მარტს, საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები გამოდიან, საპროტესტო აქცია გაიმართა, იტყობინება “GHN“. აქციის ორგანიზატორები კონსერვატორული პარტიისა და სახალხო პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. როგორც კონსერვატორთა წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილიმა სააგენტო „GHN“-თან საუბრისას განაცხადა, აქციათა ციკლი პარასკევამდე გაგრძელდება. „ე. წ. მინისტრები აგრძელებენ პარლამენტში მოსვლას. ჩვენ მათ შესაბამისი სახელები მივეცით: სიკვდილის მინისტრი - იგივე ჯანდააცვის მინისტრი, რომელიც ჯანდაცვის პროგრამის არარსებობის გამო ხოცავს ხალხს, შიმშილის მინისტრი - იგივე სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხოლო გაერთიანებული ქვითრების მინისტრმა - იგივე ენერგეტიკის მინისტრმა ხალხს უპრეცედენტო საერთო ქვითარი შემოუღო“, - თქვა ჩხარტიშვილმა. ოპოზიციონერმა მიუთითა, რომ მინისტრების მიმართ მრავალი ბრალდება არსებობს, ვინაიდან რეალობაში ისინი ხალხისთვის არაფერს აკეთებენ, არამედ თავიანთ კომპანიებსა და ჯიბეებს ამდიდრებენ. ოპოზიციონერმა ასევე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებს იძულებით გადმოსახლებულებიც შემოუერთდებიან. პარასკევს კი 12:00 საათზე პარლამენტის წინ მსხვილმასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1727.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 მარ. 2011, 12:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.