ეკონომიკა: ქართულ ჩაის ადგილობრივი ბაზრის მხოლოდ 12 პროცენტი უკავია | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() მისი თქმით, დღეისათვის საქართველოში 15 ჩაის გადამამუშავებელი საწარმოა, რომლებიც წელიწადში 4 ათას ტონა მზა პროდუქციას აწარმოებენ. მისი ძირითადი ნაწილი ექსპორტზე მიდის. „საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციები 80 ათასი ტონა ფურცლის შეგროვებისა და 20 ათასი ტონა მზა პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა სვანიძემ. მისი თქმით, 2004 წელს შიდა ბაზარზე ქართული ჩაის წილი მხოლოდ 5%-ს შეადგენდა, დღეისათვის კი უკვე 12%-ს. თუმცა, ეს იმდენად ცოტაა, რომ „სირცხვილია ისეთი მეჩაიეობის ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო“, - თქვა ასოციაციის პრეზიდენტმა. სვანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში წელიწადში დაახლოებით 1500 ტონა ჩაი მოხმარდება. „ეს კი იმ ფონზე, რომ შიდა ბაზრის 90% იმპორტულ ჩაის უკავია“, - თქვა მან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1725.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 მარ. 2011, 12:14 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.