ეკონომიკა: ხეთაგური: „მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაზის ტარიფი არ გაიზრდება“ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველში გაზის ტარიფი არ გაიზრდება. როგორც მან პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რამდენიმე წლის წინ „გაზპრომი“ ყოველ წელს ზრდიდა გაზის ტარიფს, რაც მძიმე ტვირთად აწვებოდა მოსახლეობას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეისათვის სახელმწიფომ ისეთი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმება შეძლო, რომლებიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში მოქმედი ფასების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ხეთაგურის თქმით, სულ შესაძლებელია საქართველოს 72 პროცენტის გაზიფიკაცია, ვინაიდან რელიეფურად არსებობს ისეთი ადგილები, რომელთა გაზიფიკაცია შეუძლებელია და ეკონომიკური თვალსაზრისით ზარალიანია. მან აღნიშნა, რომ დღეისათვის გაზიფიკაციასთან დაკავშირებულ სამუშაოთა 32 პროცენტია დარჩენილი და მოცემული პროცესი 2014 წელს დასრულდება. 22 თებერვალს „ГНКАР“-თან გაფორმებულ შეთანხმებაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოცემული შეთანხმების შედეგად საქართველოს ყველაზე იაფი გაზი აქვს, თუ არ ჩავთვლით თავად აზერბაიჯანს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1723.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 მარ. 2011, 11:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.