ეკონომიკა: მშპ-ის რეიტინგით საქართველო მსოფლიოში 121-ე ადგილზეა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მთლიანი შიდა პროდუქტის რეიტინგში საქართველოს მსოფლიოში 121-ე ადგილი უკავია. რეიტინგი ამერიკული ორგანიზაცია CIA-ს (Central Intelligence Agency) მიერაა შედგენილი. რეიტინგის მიხედვით პირველ ხუთეულშია ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი, იაპონია და ინდოეთი. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ აზერბაიჯანი უსწრებს, რომელსაც 73-ე ადგილი უკავია. სომხეთი 133-ე ადგილზეა. საქართველო რეიტინგში ალბანეთის, კვიპროსისა და გაბონის შემდეგ დგას. შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ მონაცემებით 2010 წელს მშპ-ის ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 6.4% შეადგინა, ხოლო მოქმედი ფასების მიხედვით მშპ-ის მაჩვენებელმა 20 791.3 მლნ შეადგინა, რაც 2009 წლის მაჩვენებელზე 15.6%-ით მეტია. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1722.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 მარ. 2011, 11:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.