კრიმინალი: დარბევის პირველი შემთხვევა: იაპონური ბანკიდან 40 მლნ იენი გაქრა | მსოფლიოს ამბები | ||
უცნობებმა დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამისაგან ერთ-ერთ ყველაზე დაშავებულ იაპონიის რაიონში - მიაგის პრეფექტურაში მდებარე ქალაქ კესენუმში განლაგებულ ბანკ „სინკინის“ ერთ-ერთი განყოფილების საცავიდან 40 მლნ იენი (ნაღდი ფულით) მოიპარეს (დაახლოებით $493 ათასი). ამის შესახებ ტელეარხი NHKიტყობინება. კატასტროფული მიწისძვრის შემდეგ მსოფლიო გაოგნებული იყო იაპონელთა მაღალი ორგანიზებულობით, ასევე იმით, რომ არ შეინიშნებოდა დარბევის შემთხვევები. ბანკის განყოფილება სანაპიროს ხაზიდან სულ რაღაც 600 მეტრში მდებარეობდა და წყლის სტიქიის ერთ-ერთი პირველი მიზანი გახდა. შენობის ყველა ფანჯარა ტალღის დაჯახების შედეგად დაიმსხვრა, ასევე დაინგრა ზოგიერთი კედელი. ბანკის განყოფილების თანამშრომლებმა შეატყობინეს ადგილობრივ პოლიციას, რომ ბანკის საცავში ნაღდი ფულის მნიშვნელოვანი თანხა იმყოფებოდა და მისი დაცულობის შემოწმება სთხოვეს. ტრაგედიის ადგილის დათვალიერებისას გაირკვა, რომ წყლის სტიქიის დაჯახების შედეგად ელექტრონული კოდური საკეტი, რომლითაც საცავი იყო აღჭურვილი, მწყობრიდან გამოვიდა, ხოლო მასში არსებული ფული გაქრა. ამჟამად ინციდენტის გამოძიება წარმოებს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1718.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 მარ. 2011, 09:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.