პოლიტიკა: კარლ ლამერსი: საქართველო ნატოში შესვლის პროცესის დაჩქარებისათვის ყველაფერს აკეთებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნატოში შესვლის პროცესი დააჩქაროს, ამის შესახებ დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლიის პრეზიდენტთან კარლ ლამერსთან შეხვედრისას განაცხადა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიორგი ბიკერიამ. "ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ნატოში შესვლას და მის მიერ მიღწეულ ალიანსის სტანდარტებს მხარს უჭერს , განაცხადა ლამერსმა, და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში შესვლის საკითხი პრინციპულად ბუქარესტის სამიტზე იქნა გადაწვეტილი. "ამ დროისათვის თანამშრომლობის ყოველდღიური პროგრამის ფარგლებში საქართველო დავალდებებს წარმატებით ართმევს თავს და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ნატოში შესვლით დასრულდება." აღნიშნა ლამერსმა. მან საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის გამო ცალკე გადაუხადა მადლობა და ქართველი ჯარისკაცების სიმამაცესა და გმირობას გაუსვა ხაზი. თავის მხრივ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ სტუმართან ნატოში შესვლისა და ყოველდღიური პროგრამების შესრულების საკითხები განიხილა. "ჩვენ ამ მიმართულებით არსებული პროცესს ხაზი გავუსვით და ავღნიშნეთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან ინტენსიური ურთიერთობა ორგანიზაციში შესვლის პროგრამის ნაწილს წარმოადგენს," - განაცხადა მან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1715.html
| |||
განათავსა - consul | 22 მარ. 2011, 14:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.