მეცნიერება-ტექნოლოგიები: საფრანგეთმა კორპორაცია Google რეკორდული თანხით დააჯარიმა | მსოფლიოს ამბები | ||
ინფორმაციის თავისუფლების ფრანგულმა ეროვნულმა კომისიამ (Commission nationale de l'informatique et des libertés, CNIL) კორპორაცია Google სერვის Google Street View - სათვის მონაცემთა არასანქცირებული შეგროვებისათვის 100 ათასი ევროს ოდენობის რეკორდული თანხით დააჯარიმა. ამის შესახებ იტყობინება AFP. რეგულატორის პრეტენზიები დაკავშირებულია იმასთან, რომ Google-მა ფოტოები გადაუღო ფრანგული ქალაქების ქუჩებს, მათ შორის ადამიანებს, მათი თანხმობის გარეშე, შემდგომში კი ეს ფოტოსურათები ინტერნეტში ნებისმიერი მსურველისათვის გახდა ხელისაწვდომი. ამას გარდა, Google-მა აღიარა, რომ Wi-Fi ქსელებზე ცნობების შეგროვებისას, წვდომა მიიღო პერსონალურ მონაცემებთან, რომლებიც დაუცველი არხებით გადაიცემოდა. Google Street View2007 წელს ამოქმედდა და არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი ევროპული რეგულატორებისა და სამართალდამცავი ორგანიზაციების მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ Google ადამიანთა პირად ცხოვრებაში იჭრება. კორპორაციას სერვისში კონფლიქტური გამოსახულებების წაშლის შესაძლებლობის გათვალისწინება მოუწია. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1711.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 მარ. 2011, 12:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.