საზოგადოება: გილაური:უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში ლტოლვილთა 22 ათასმა ოჯახმა მიიღო ბინა | საქართველოს ამბები | ||
უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში, სახელმწიფომ ლტოლვილთა 22 ათას ოჯახს საცხოვრებელი ბინა დაუკანონა, ხოლო 5 ათასმა ოჯახმა კონპესაცია მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა. "მათმა საერთო რაოდენობამ 27 ათას მიაღწია, რაც ცოტა არ არის. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ ხელისუფლებამ პირველი და კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა. ხელისუფლების მიზანი ამ ხალხისათვის სახლებში დაბრუნებამდე ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნაა"-აღნიშნა გილაურმა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პარლამენტის წინაშე 10 პუნქტისაგან შემდგარი სტრატეგიული გეგმით წარსდგა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1709.html
| |||
განათავსა - consul | 22 მარ. 2011, 11:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.