ეკონომიკა: გილაური: საქართველო რეგიონში პირველი გამოვიდა რეცესიიდან | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის მონაცემებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი გამოვიდა რეცესიიდან. „2010 წელი 6.4%-იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც პატარა ციფრი არაა, თუ რეგიონში არსებული რეალობას გავითვალისწინებთ. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთი პირველი გამოვიდა რეცესიიდან“, - განაცხადა გილაურმა პარლამენტში გამოსვლის მსვლელობაში. მისი თქმით, ორი წლის ჯამობრივი მაჩვენებლებით, მრავალ ქვეყანაში დღემდე აღინიშნება უარყოფითი ზრდის მაჩვენებელი. „სსფ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით მიხედვით, 2010 წელს სომხეთში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანში - 4.2%-ით, რუსეთში - 4%-ით, ლატვიაში - 1%-ით, ლიტვაში - 1.3%-ით, მოლდოვაში - 3.2%-ით, უკრაინაში - 3.7%-ით, თურქეთში - 7.8%-ით. თურქეთი იმ ქვეყნებიდან ერთ-ერთია, თუ არა ერთადერთი, რომელსაც 2010 წელს ეკონომიკური ზრდა ჩვენზე მეტი ჰქონდა“, - აღნიშნა გილაურმა და, ამასთან, მიმდინარე წელს 5-7%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააკეთა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1708.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 მარ. 2011, 11:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.