საზოგადოება: საქართველოში ბავშვებისა და მოზარდების ფიზიკური განათლების სტრატეგია მომზადდა | საქართველოს ამბები | ||
სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ასანიძემ წარმოადგინა წიგნი „ბავშვებისა და მოზარდების ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივი ჩართვის ეროვნული სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა“, რომლის ინიციატივაც მოცემულ კომიტეტს ეკუთვნის. პროექტი პარლამენტის სპიკერის დავით ბაქრაძის პატრონაჟით განხორციელდა. სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებათა და კულტურის, ჯანდაცვის კომიტეტებმა, განათლების სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, ჯანდაცვის ექსპერტებმა, ასევე ევროპელმა სპეციალისტებმა. „წარმოდგენილი ნაშრომის დევიზია „ჯანმრთელი სკოლისათვის“ და იგი წარმოადგენს წინაპირობას იმისა, რომ სკოლებში დანერგილ იქნას სწორი მიმართულება სპორტული თვალსაზრისით. ეს რეალური მცდელობაა იმისა, რომ ბავშვების ფიზიკური აღზრდა საბჭოური სტანდარტებიდან ევროპულ სტანდარტებზე იქნას გადაყვანილ“, - აღნიშნა ასანიძემ. წიგნის გამოცემა შესაძლებელი გახდა UNICEF-ისა და ორგანიზაცია USAID - «World Learning»-ის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1707.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 მარ. 2011, 11:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.