გარემო: იაპონიაში კვლავ ძლიერი მიწისძვრა მოხდა | მსოფლიოს ამბები | ||
6.6 მაგნიტუდის ძლიერი მიწისძვრა მოხდა სამშაბათს, 22 მარტს, იაპონურ პრეფექტურა ფუკუსიმიდან აღმოსავლეთით, სადაც ავარიული აესი „ფუკუსიმა-1“ მდებარეობს. როგორც „РИА Новости“ აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეტყობინებაზე მინიშნებით გადმოსცემს, ადგილობრივი დროით 16:18 საათზე დაფიქსირებული მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი იპონიის დედაქალაქ ტოკიოსაგან ჩრდილო-აღმოსავიეთით 415 კილომეტრში და ქალაქ ფუკუსიმიდან აღმოსავლეთით 312 კილომეტრში განლაგდებოდა, სადაც ხელისუფლებები აესზე ავარიის შედეგების დაძლევას ცდილობენ. მიწისძვრის წყარო წყნარ ოკეანეში 26.5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ცუნამის წარმოშობის საფრთხე არ გამოცხადებულა. ამასთან, იტყობინებიან, რომ იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 9 ათას ადამიანს გადააჭარბა. მანამდე 8.6 ათას დაღუპულს ასახელებდნენ. პოლიციის ბოლო მონაცემების თანახმად, 11 მარტს 9079 ადამიანი დაიღუპა. აღინიშნება, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სია 12645 ადამიანამდე შემცირდა. ხელისუფლებათა გაანგარიშებით, მსხვერპლთა საბოლოო რიცხვმა შესაძლოა 18 ათას ადამიანს მიაღწიოს, ამასთან დიდი ნაწილი პრეფექტურა მიაგის მაცხოვრებლებია. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1705.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 მარ. 2011, 10:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.