პოლიტიკა: ლიბია: მიზანი გასაგებია, სტრატეგია კი გაურკვეველი | მსოფლიოს ამბები | ||
ლიბიაზე თავდასხმის ფრონტს ოპერაციის Odyssey Dawn დაწყებიდან 24 საათში უკვე ბზარები გაუჩნდა, როგორც ავსტრიის ერთ-ერთი გაზეთი Der Standard წერს. არაბ სახელმწიფოთა ლიგამ, რუსეთმა და ჩინეთმა, რომლებმაც ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს გაეროს მიერ რეზოლუციის მიღებისას, გააკრიტიკეს კოალიცისს ძალების მოქმედება, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა. ამავე დროს მუამარ კადაფმა პირველ წარმატებასაც მიაღწია, როგორც ვარაუდობს სტატიის ავტორის ალექსანდრე ფიოდერლ-შმიდი. მან მოხერხებულად გაავრცელა ინფორმაცია 64 დაღუპულ მშვიდობიანი მოქალაქისა და ხიდის დანგრევის შესახებ - იცოდა რა ამ მონაცემების გადამოწმება გაჭირდებოდა. ჟურნალისტი აღნშნავს, რომ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია 1973 ობიქტრუ შესაბამისობაში მოდის არსებულ სიტუაციასთან, მაგრამ თუ რას ნიშნავს შემდეგი წინადადება - ,,მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად გაეროს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი აუცილებელი საშუალება"- გაურკვეველია, თუ სად გადის ამ ,,ნებისმიერი აუცილებელი საშუალებათა" ზღვარი. პოლიტიკოსები და სამხედრო პირები არ საუბრობენ იმის თაობაზე თუ რამოხდება ლიბიის საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურების შემდგომ, თუკი კადაფი არ დანებდება მათ, აღნიშნავს გაზეთი. ამ საკითხე შედარებით ნათელი პასუხი გასცა კოსოვოში ნატოს ყოფილმა ხელმძღვანელმა უესლი კლარკმა: ,,ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პრობლემები იქნება მანამ სადამდეც კადაფი დარჩება მმართველად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს რეზოლუცია არ შეიცავს მანდატს ხელისუფლების შეცვლის თაობაზე. შესაბამისად ჩნდება კითხვა შენრჩუნდება თუ არა კადაფის ხელისუფლება? რამდენად შორს შეიძლება წავიდეს კოალიცია? რა მოხდება თუ ამბოხებულების სუსტები აღმოჩნდებიან და ვერ შეძლებენ თავიანთი მიზნების მიღწევას? ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატოს არ აქვს უფლება შეიყვანოს ქვეითი ჯარი ლიბიაში. ამასთან პასუხი კითხვაზე თუ რა იქნება კადაფის შემდეგ, რომელიც ლიბიას მართავდა 41 წელი და ამ დროის განმავლობაში შე3ძლო ჩაეხშო ნებისმიერი ოპოზიციური გამოსვლა, ჯერ კიდევ უცნობია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1698.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 მარ. 2011, 21:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.