პოლიტიკა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას | საქართველოს ამბები | ||
საქართველო მიესალმება გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც იქცა კოალიციის მიერ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძვლად. მის შესახებ დღეს ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მან მწუხარება გამოთქვა ამ ოპერაციის შედეგად მშვიდობიან მოქალაქეთა დაღუპვის ფაქტზე. კალანდაძემ განაცხადა, რომ ლიბიაში არსებული სიტუაცია მალე განიმუხტება და კოალიციური ძალები სწრაფად დაასრულებენ ოპერაციას. ,,ჩვენ არ ვართ კოალიციის წევრები და შესაბამისად არ შეგვიძლია ოფიციალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ, თუმცა საქართველო მიესალმება გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას", - განაცხადა კალანდაძემ. მისი თქმით საქართველო მიესალმება საერთაშორისო საზოგადოები მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას, რომელთა მიზანია მშვიდობა და სტაბილურობა მსოფლიოში, რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ ლიბიაში, მათგან არავითარი შეტყობინება არ მოსულა. კალანდაძე ვარაუდობს, რომ ლიბიაში ქართველები არ არიან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1696.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 მარ. 2011, 21:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.