პოლიტიკა: თურქეთი - ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას მხარს დავუჭერთ თუ ჩვენი პირობები შესრულდება | მსოფლიოს ამბები | ||
თურქეთის პრემიერ მინისტრმა ტაიპ ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ ანკარა იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს ნატოს სამხედრო ოპერაციას ლიბიაში, თუ ეს საბრძოლო მოქმედება არ გადაიზრდება ქვეყნის ოკუპაციაში. ,,ჩვენ გვაქვს მთელი რიგი პირობები და იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს ნატოს, თუ ისინი შესრულდება. პირველ რიგში ჩვენ გვინდა, რომ ეს სამხედრო ოპერაცია დასრულდეს უმოკლეს დროში. ნატო უნდა შევიდეს ლიბიაში არა ნავთობის ხელში ჩასაგდებად, არამედ იმის საჩვენებლად, რომ ქვეყანა ეკუთვინის ლიბიელებს", - განაცხადა ერდოღანმა საუდის არაბეთში ვიზიტისას. მისი გამოსვლა პირდაპირი ეთერში გადაიცემოდა თურქული ტელეარხების მიერ. კვირას ნატოს სხდომაზე თურქეთმა დაბლოკა გადაწყვეტილება ლიბიის საჰაერო სივრცის დახურვის თაობაზე. ანკარა წინააღმდეგია, რომ ნატომ უზრუნველყოს ლიბიის საჰაერო სივრცის დახურვა, რადგან ეს ითვალისწინებს ლიბიის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1695.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 მარ. 2011, 21:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.