პოლიტიკა: პუტინმა ლიბიაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციას ,,უსირცხვილო ჯვაროსნული ლაშქრობა" უწოდა | მსოფლიოს ამბები | ||
რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის სამხედრო ოპერაცია ლიბიაში შეადარა ჯვაროსნულ ლაშქრობას და განაცხდა, რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შედა პოლიტიკაში. პუტინმა გააკრიტიკა გაეროს რეზოლუცია ლიბიასთან დაკავშირებით, უწოდა რა მას ,,არასრულყოფილი და ზარალის მომატანი. ეს რეზოლუცია ნებას რთავს ყველას განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება სუვერენული სახელმწიფოს მიმართ. ეს მე მაგონებს შუა საუკუნეების მოწოდებას მოწოდებას ჯვაროსნულ ლაშქრობისაკენ, როდესაც ვიღაც მოუწოდებდა ხალხს გარკვეული ადგილის განთავისუფლებისაკენ", - განაცხადა პრემიერმა. ამასთან მან აღნიშნა, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ატარებს უცხო ქვეყანათა კონფლიქტში ჩარევის ტენდეციას, შესაბამისად იგი სინდისსა და ლოგიკას მოკლებულია. პრემიერმა აგრეთვე გაიხსენა თუ როგორ იბომბებოდა აშშ-ს მიერ ბელგრადი ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას, ხოლო ჯორჯ ბუშ-უფროსისა და ჯორჯ ბუშ-უმცროსის დროს - ერაყი და ავღანეთი. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება არ განიხილავს საგარეო პოლიტიკურ საკითხებს ლიბიასთან დაკავშირებით, თუმცა მას პირადი შეხედულება აქვს ამ თემასთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით ლიბიის მთავრობა დემოკრატიის ყველა პარამეტრებს არღვევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას აქვს უფლება ჩაერიოს შიდა პოლიტიკურ კონფლიქტში, თუნდაც ეს იყოს მხარეთა შეიარაღებული დაპირისპირება და დაიცვას რომელიმე მხარე. პუტინმა დადებითად შეაფასა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების თაობაზე. ეს განცხადება პრემიერმა გააკეთა ვოტკისკოვის ქარხნაში მომუშავებთან შეხვედრისას. ლიბიის წინააღმდეგ მიმართული დასავლეთის სამხედრო ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ, დაიწყო 19 მარტს. მოკავშირეებმა დაბომბეს კადაფის მომხრეთა პოზიციები, რომლის შემდეგაც მოამარი დაემუქრა კოალიციურ ძალებს, თუმცა მოგვიანებით გასცა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 17 მარტს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, საერტაშორისო საზოგადოებას უფლება აქვს ჩაერიოს ლიბიის შიდა პოლიტიკურ საქმეებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით. გაერომ ნება დართო მოკავშირეებს სამხედრო ძალის გამოყენების, გარდა სახმელეთო ჯარისა. რუსეთმა ხმის მიცემისას ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, თუმცა 20 მარტს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა კოალიციურ ძალებს ლიბიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის თაობაზე. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1694.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 მარ. 2011, 20:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.