aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 ეკონომიკა: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში სოფლის პროგრამის შედეგები ნეგატიურად შეაფასეს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგის შედეგად ასკვნის, რომ მისი პრიორიტეტები შეუსრულებელი რჩება.



ცენტრის დასკვნაში, რომელიც 21 მარტს ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციასთან შეხვედრაზე იქნა წარდგენილი, ნათქვამია, რომ სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის დახმარების პროგრამაში თავის როლსა და უფლებებზე ინფორმირებული არაა, ასევე ბუნდოვანია გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მექანიზმები.


მონიტორინგმა აჩვენა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსახლეობას მეტი ინფორმაცია აქვს და სადაც იგი აქტიურად მონაწილეობს პროექტში, მცირე სახსრებითაც კი შესაძლებელოა საგრძნობი შედეგების მიღწევა.


პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შინაარსის მიხედვით პირველ ადგილზეა გზების რემონტი. თუმცა 2009 წელს ხრეშით დაყრილი გზები ზოგიერთ სოფელში 2010 წელს უკვე დაზიანდა.


ასე, კახეთის სოფელ ჩანდარში 2010 წელს 30 790 ლარი ხუთ პრიორიტეტზე გამოიყო. მაგრამ სამუშაოთა მხოლოდ 20 პროცენტი შესრულდა. ამასთან ერთად, საერთო კრება არ ჩატარებულა. სოფლის დახმარების პროგრამაზე ველისციხეში (კახეთი) 2010-2011 წლებში 39 890 ლარი დაიხარჯა აბანოს მშენებლობისათვის, რომელიც დღემდე არ დასრულებულა.


ქვემო ქართლის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2010 წელს სოფელ გამარჯვებაში უნდა განხორციელებულიყო ორი პროექტი - სარწყავი არხის გაწმენდა და სკვერის გაშენება მემორიალით. მართალია მონიტორინგის დროს აღმოჩნდა, რომ არხი მართლაც გაწმინდეს, მაგრამ სკვერი და მემორიალი კვლავ არ არსებობს.


ქობულეთის რაიონის სოფელ ავისთავში 24 000 ლარად ადამიანებს სოფლის კლუბი უნდა გაერემონტებინათ. თუმცა კლუბის სახურავს ახლაც გასდის წყალი და დამტვრეული ინვენტარი დგას.


ქრისტიან-დემოკრატების ფრაქცია სხვადასხვა სფეროების ექსპერტებს ხვდება, ემზადება რა პარლამენტში სამთავრობო კვირეულისათვის.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1689.html
განათავსა - Drakula | 21 მარ. 2011, 17:09 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში სოფლის პროგრამის შედეგები ნეგატიურად შეაფასეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian