პოლიტიკა: მინაშვილი: ეკ-თან სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ,უვიზო რეჟიმი უნდა იქნას შემოტანილი | საქართველოს ამბები | ||
ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს უვუზო რეჟიმი მოჰყვება. ამის შესახებ საპარლამენტო ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა საკითხებთან დაკავშირებით არსებული საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომატემ აკაკი მინაშვილმა ბრიუსელის რეზოლუციის მიღების შეაფასებისას განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და ეთნიკურ წმედაზეცაა საუბარი. ასევე მასში მოსკოვის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოლიციის განთავსების აუცილებლობაზეცაა საუბარი. მინაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა აფხაზეთში ინერტული მასალების ექსპორტირებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა, რაც სოჭის ოლიმპიადასთანაა დაკავშირებული. " ასევე, დოკუმენტი ევროინტეგრაციის გეგმებზეა აქცენტი გაკეთებული- სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ უვიზო რეჟიმი შემოღებასთან და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს"-აღნონა მინაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1686.html
| |||
განათავსა - consul | 21 მარ. 2011, 16:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.