სპორტი: საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში სპორტული დარბაზი გახსნა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 მარტს მარნეულში მრავალპროფილიანი სპორტული დარბაზი გახსნა. დარბაზის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, ასევე მარნეულში ვარძელაშვილის მოწვევით სპეციალურად ჩამოსული აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი აზად რაგიმოვი. სპორტული დარბაზი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ახალი თანამედროვე და საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად ყველა აუცილებელი ინვენტარითაა აღჭურვილი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1685.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 მარ. 2011, 15:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.