პოლიტიკა: პენტაგონი მოუწოდებს მოსკოვს, საერთაშორისო კოალიციას შეუერთდეს | მსოფლიოს ამბები | ||
პენტაგონის ხელმძღვანელმა რობერტ გეიტსმა რუსეთს საერთაშორისო კოალიციაში მონაწილეობა შესთავაზა, იტყობინება „ინტერფაქსი“. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პეტერბურგში კუზნეცოვის სახელობის სამხედრო-საზღვაო აკადემიის მსმენელთა წინაშე თავისი გამოსვლის დროს განაცხადა. „მოგიწოდეთ თქვენ და თქვენს ხელმძღვანელობას დაფიქრდეთ, რა ფორმით შეძლებენ რუსი სამხედროები საერთაშორისო კოალიციების ფარგლებში მოქმედებას“, - გეიტსის ციტირებას ახდენს სააგენტო. ამასთან, პენტაგონის უფროსმა XXIსაუკუნის მთავარ საფრთხეებად განსაზღვრა ტერორიზმი და მასობრივი განადგურების იარაღი. ამასთან დაკავშირებით გეიტსმა ახსენა ირანი და „ჰეზბოლა“. BBC-ის რუსული სამსახური გადმოსცემს, რომ გეიტსმა მადლობა გადაუხადა რუს ხელისუფლებებს ავღანეთში მხარდაჭერისათვის, ასევე ირანისა და სამხრეთ კორეის პრობლემათა გადაჭრის ხელშეწყობისათვის. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მოსკოვის გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისადაც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ლიბიასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ვეტოს დადება არ მოხდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1682.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 მარ. 2011, 13:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.