პოლიტიკა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება სამხედრო ოპერაციას ლიბიაში | საქართველოს ამბები | ||
ქართული მხარე მიესალმება სამხედრო ოპერაციას, რომელსაც კოალიციური ძალები ლიბიაში კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ აწარმოებენ, იტყობინება “GHN“. „ჩვენ არა ვართ კოალიციის წევრები და, შესაბამისად, ოფიციალურად მხარს ვერ დავუჭერთ, თუმცა საქართველო მიესალმება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საფუძვლად დაედო ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას“, - თქვა ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. ამასთან ერთად, მან ღრმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობაც გახდა. „ვიმედოვნებთ, რომ სამშვიდობოები სწრაფად დაასრულებენ ლიბიაში დაწყებულ მისიას“, - თქვა კალადანძემ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1678.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 მარ. 2011, 10:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.