ეს საინტერესოა: პირველად 1915 წლის მერე გამოვა ახალი წიგნი ჰოლმსისა და ვატსონის შესახებ | მსოფლიოს ამბები | ||
პირველად 1915 წლის მერე დიდ ბრიტანეთში გამოვა ახალი წიგნი შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორ ვატსონის თავგადასავლების შესახებ. წიგნი ინგლისელმა მწერალმა და სცენარისტმა ენტონი ხოროვიცმა დაწერა, რომელიც ავტორია წიგნებისა ჯაშუშის ალექს რაიდერის შესახებ და სცენარებისა ტელესერიალისათვის „ფოილის ომი“. საკულტო პერსონაჟების თავგადასავლების გაგრძელების ოფიციალური ნებართვა მან კონან დოილის ფონდისაგან მიიღო, რომელიც ცნობილი მწერლის გარდაცვლილი ქალიშვილის ჯინის მემკვიდრეებმა შექმნეს. როგორც თავად ხოროვიცი აცხადებს, მან უარი ვერ თქვა ასეთ შესაძლებლობაზე, ვინაიდან ჰოლმსის შესახებ წიგნები 16 წლიდან შეიყვარა და მას მერე არა ერთხელ გადაუკითხავს ისინი. მან ასევე განაცხადა, რომ სურს თანამედროვე სტილისტიკაში საპირველკლასო ისტორიის შექმნა, ამასთან პირველწყაროს სულის შენარჩუნებით. წიგნი სექტემბერში გამოვა. ხელნაწერთა ნაწილი უკვე გამოცემა „ორიონის“ სეიფში ინახება, მომავალი ნაწარმოების სიუჟეტური პერიპეტიები ჯერ გასაიდუმლოებულია. თავად კონან დოილმა ბეიკერ-სტრიტელ განთქმულ გამომძიებელზე 4 რომანი და 65 მოთხრობა დაწერა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1677.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 მარ. 2011, 09:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.