საზოგადოება: ქართული ჰუმანიტარული დახმარება იაპონიაში 21 მარტს ჩავა | საქართველოს ამბები | ||
ქართული ჰუმანიტარული დახმარება იაპონიაში 21 მარტს ჩავა, როგორც პირდაპირ ეთერში განაცხადა იაპონიაში საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ. ,,ორშაბათს საქართველოდან ჰუმანიტარულ ტვირთი ჩავა იაპონიაში და იმავე თვითმფრინავს შეუძლია წამოყვენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სურთ ქვეყნის დატოვება," - თქვა ბეშიძემ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საელჩოს აქვს მუდმივი კავშირი იაპონიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ყველა უსაფრთხო ადგილას არის და თავს კარგად გძნობენ. მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაეებს ურჩია, რომ გადასულიყვნენ იაპონიის სამხრეთ ნაწილში, კატასტროფის ადგილიდან მოშორებით. საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს ამომავალი მზის ქვეყანში მყოფ 38 ქართულ ოჯახთან. ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც შეიცავს პირველადი მოხმარების საგნებს და წამლებს, აგრეთვე აგზავნის მაშველების 40 კაციან ჯგუფს. შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პირველ რიგში გააგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთს დაზარალებულთა დასახმარებლად - 500 კონტეინერი, რომელშიც მოთავსებული იქნება პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო საგნები. ტვირთის ძირითად ნაწილს წარმოადგენს სახვევები და ნაკერის დასადებად საჭირო მასალა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1669.html
| |||
განათავსა - Legatuss | 20 მარ. 2011, 13:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.