პოლიტიკა: აფრიკულმა კავშირმა მოუწოდა ალიანს ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ | მსოფლიოს ამბები | ||
აფრიკული კავშირის კომიტეტმა მოუწოდა მოკავშირეებს ლიბიაში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერებისაკენ. კომიტეტის სხდომა გაიმართა მავრიტანიის დედაქალაქ ნუაქშოტში, სადაც მიღებული გადაწყვეტილების თანახმად აფრიკული კავშირი მოითხოვს - სრულ დაცვას უცხოელი ემიგრანტების, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ლიბიაში; შემუშავებასა და განხორციელებას ისეთი პოლიტიკური რეფორმების, რომლებიც არსებულ სიტუაციას მოაგვარებს. კომიტეტმა აგრეთვე მოუწოდა ლიბიის ხელისუფლებას, რომ მათ ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამასთან კომიტეტის წარმომადგენლები ვერ ეწვევიან ლიბიას კვირას, როგორც ეს დაგეგმილი იყო, რადგან საერთაშორისო საზოგადოება ამის უფლებას არ იძლევა. აფრიკულმა კავშირმა ერთი კვირის წინ შექმნა ექსპერტების ჯგუფი ლიბიაში არსებული სიტუაციის შესასწავლად და გამოსასწორებლად. მის შემადგენლობაში შევიდა სამხრეთ აფრიკის, უგანდის, მავრიტანიის. მალის და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1667.html
| |||
განათავსა - Legatuss | 20 მარ. 2011, 13:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.