გარემო: იავას კუნძულზე მიწისძვრა მოხდა | მსოფლიოს ამბები | ||
დღეს დილით კუნძულ იავაზე (ჯაკარტა) მოხდა 5,3 ბალიანი მიწისძვრა. როგორც იტყობინება ,,იტარ-ტასი" ადგილობრივ მეტეოროლოგიურ-კლიმატურ და გეოფიზიკური სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. ბიძგები იგრძნობოდა დასავლეთ იავას პროვინციის სამხრეთ ნაწილში. არავინ დაშავებულა მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა დასავლეთ იავის სანაპიროდან 100 კმ დაშორებით 10 კმ-ის სიღრმეზე. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ცუნამი მოსალოდნელი არ არის. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 12 ნოემბერს ინდონეზიის პროვინციაში მოლუსკების კუნძულებზე მოხდა 6,1 ბალიანი მიწისძვრა. ეპიცენტრი მდებარეობდა კუნძულ ტანიმბარზე მდებარე ქალაქ საუმლაკის ჩრდილო-დასავლეთით 192 კმ-ის დაშორებით, 159 კმ სიღრმეზე. 9 ნომბერს კი კუნძულ იავაზე დაფიქსირდა 5,4 ბალიანი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი მდებარეობდა 75,6 კმ სიღრმეზე. წყარო - www.rosbalt.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1666.html
| |||
განათავსა - Legatuss | 20 მარ. 2011, 13:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.