საზოგადოება: ილიაII: ადამიანი სამი განზომილებით-წარსულით, აწმყოთი და მომავლით უნდა შეფასდეს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისი აქრიეპისკოპოსმა, პიცუნდისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ადამიანის შემეცნებაზე ისაუბრა, როგორც მან განმარტა, ადამიანი სამ განზომილებაში უნდა იქნას შეფასებული: წარსულით, აწმყოთი და მომავლით. " დაუშვებელია ადამინის შეფასება, მხოლოდ მისი წარსულის, აწმყოს ან მომავლის მიხედვით. ადამიანი აუცილებლად სამივე განზომილებით უნდა იქნას შეფასებული. მაგალითად, მარია მაგდალინელი დიდი ხნის განმავლოვაში ცხოვრების ცუდ წეს ეწეოდა, მაგრამ ის ამაღლდა და თავისი სული და სხეული გაიწმინდა, რამაც იგი ანგელოზსთან გაათანაბრა. თუ მასზე ვისაუბრებთ, მხოლოდ წარსულიდან გამომდინარე, ჩვენ ცუდის გარდა მასზე ვერაფერს ვიტყვით."-განაცხადა პატრიარქმა. უწმინდესის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მხოლოდ წარსულს ხედავს, მაშინ ჩვენ ვუშვებთ იმ ფაქტს, რომ ეს ცუდი ადამიანია. არავინ იცის, როგორი შეიძლება გახდეს ცუდი ადამინია მომავალაში. ამიტომაც ჩვენ არ უნდა გავიკითხოთ ადამიანები, რადგანაც ეს ცოდვაა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1665.html
| |||
განათავსა - consul | 20 მარ. 2011, 13:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.