ეს საინტერესოა: უმაღლესი IQ-ს მფლობელად 11 წლის გოგონა აღიარეს | მსოფლიოს ამბები | ||
11 წლის ვიქტორია კაუი დიდი ბრიტანეთიდან, როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი გოგონაა. ვიქტორიას მშობლები ყვებიან, რომ ყოველთვის იცოდნენ, რომ მათი ქალიშვილი უნიკალური ინტელექტით იყო დაჯილდოებული - იგი ბავშვობიდან ვითარდებოდა ტოლებზე უფრო სწრაფად, მას ძალიან მოსწონს ბუნებრივი მეცნიერებები, ცეკვები, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, მას სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება უყვარს და გოგონა ღრმად შეისწავლის ბიოლოგიას. მიუხედავად ამისა, ყველასათვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა მისი ინტელექტის ტესტის შედეგები.IQ-ს მაჩვენებელმა 162 ქულის ნიშნულს მიაღწია, რაც ალბერტ ეინშტეინის IQ-ზე 2 ქულით მეტია, 6 ქულით მეტია ზიგმუნდ ფროიდის IQ-ზე და 18 ქულით მეტია ნაპოლეონ ბონაპარტის IQ-ზე. თუმცა, ვიქტორიას არა იმდენად ტესტის შედეგებისა გაუკვირდა, რამდენადაც ის, რომ მას მაშინვე შესთავაზეს სტიპენდიები ოთხ პრესტიჟულ სკოლაში, ასევე შემოთავაზეს წევრობა ასოციაცია „მენსაში“, რომელიც პლანეტის ყველაზე ჭკვიან ადამიანებს აერთიანებს. „ცოტათი მაშინებს ის, რომ დიდ მოაზროვნეებს მადარებენ“, - ამბობს გოგონა. მიუხედავად მოულოდნელად გაჩენილი პერსპექტივებისა, როგორც ვიქტორიას მშობლები ამტკიცებენ, მათი შვილი ოცნებობს, ვეტერინარი გახდეს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1661.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 მარ. 2011, 09:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 2 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.