პოლიტიკა: საქართველოს სსს: მოსკოვი და სოხუმი საზღვართან დაკავშირებულ უკანონო მოლაპარაკებებს აწარმოებენ | საქართველოს ამბები | ||
რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრის ე. წ. დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ უკანონოა, მიაჩნია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იტყობინება „GHN“. „ერთადერთი მხარე, რომელთანაც შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებებია“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში. ამასთან ერთად, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს გვერდის ავლით მიღწეულ შეთანხმებებს „არანაირი სამართლებრივი შედეგი არ ექნება“. შეგახსენებთ, რომ 28 მარტიდან სოხუმისა და მოსკოვის წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის „სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაციასა და დემარკაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დაწყებას აპირებენ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1658.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მარ. 2011, 16:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.