სპორტი: ფინურმა პოლიციამ ქართველ ფეხბურთელს პავლე ხორგუაშვილს ოფიციალურად წაუყენა ბრალდება | საქართველოს ამბები | ||
გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით, ფინურმა პოლიციამ ქართველ ფეხბურთელ პავლე ხორგუაშვილს ოფიციალურად წაუყენა ბრალდება. ფინურმა პოლიციამ გარიგებული საქმის გამოძიების ფარგლებში ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილე ექვსი უცხოელი ფეხბურთელი დააკავა, მათ შორის ქართველი ლეგიონერი პავლე ხორგუაშვილი. დაპატიმრებულთაგან ოთხი კლუბ „როვანიემენ პალოსეურასათვის“ (როვანიემი) გამოდიან. კლუბის შემადგენლობაში 11 ლეგიონერი გამოდის: ამერიკელი, კამერუნელი, ზამბიის შვიდი მოქალაქე, ორი საქართველოს მოქალაქე - ტყუპები ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები. იმ შემთხვევაში, თუ შარშანდელი ჩემპიონატის გარიგებულ მატჩებში პავლე ხორგუაშვილის მონაწილეობა დამტკიცდება, ფეხბურთელს, უკეთეს შემთხვევაში, ჯარიმა, უარეს შემთხვევაში კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1656.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მარ. 2011, 15:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.