სპორტი: საქართველოს რაგბის ნაკრებმა „მეტრეველის“ სტადიონზე რუსებს მოუგო | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს რაგბის ნაკრებმა მოუგო რუსეთის ნაკრებს ანგარიშით 15:9. საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრები ერთა თასის მფლობელი ჯერ კიდევ წინ თამაშის შემდეგ გახდა, რომელშიც მან რუმინეთის ნაკრებს მოუგო, ესპანელებმა კი, ამასთან, პორტუგალიის ნაკრებს მოუგეს. მაგრამ დღევანდელი მატჩი სოჭში პრინციპულ, შეიძლება ითქვას, პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, განსაკუთრებით დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა და საქართველოს მიმართ რუსეთის სისტემატიური აგრესიის ფონზე. რუსეთის ხელისუფლებებმა საქართველოს ნაკრებისათვის პრობლემების შექმნა ადლერის აეროპორტში დაჯდომის მომენტიდანვე დაიწყეს. თავიდან რუსი მოსაზღვრეები ქვეყანაში მწვრთნელის შტაბს არ უშვებდნენ, მერე საქართველოს ნაკრების წამყვან მოთამაშეს დავით კაჭარავას, შემდგომ კი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ქართველ ჟურნალისტთა ჩხრეკას აწარმოებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ რუსულმა მხარემ ასევე გააკეთა ყველაფერი, რათა მოცემული მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია არ შემდგარიყო. უარი თქვა რა მის ტრანსლაციაზე, ამით რუსეთმა საქართველოზე პირდაპირი ტრანსლაციის დაბლოკვაც შეძლო. როგორც ამის თაობაზე საქართველოს სპორტისა და ახაგაზრდობის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა, მომავალში იგი რაგბის საერთაშორისო ფედერაციას მსგავსი მატჩების ჩატარებას ნეიტრალურ სტადიონზე მოსთხოვს. აღსანიშნავია, რომ სოჭში თამაში ცნობილი ქართველი სპორტსმენის სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე ჩატარდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1655.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მარ. 2011, 14:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 2 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.