პოლიტიკა: კადაფმა ოფიციალურად უთხრა გაეროს თავისი „არა“ | მსოფლიოს ამბები | ||
ლიბიის ჯამახირიის ლიდერმა მუამარ კადაფმა 19 მარტს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უარვყო თავისი ქვეყნის შიდა საქმეებში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ეგიდით „არაკანონზომიერი ჩარევა“. ტრიპოლში პრეს-კონფერენციაზე ლიბიის გარეპოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა იბრაგიმ მუსამ ჟურნალისტებს წაუკითხა „ლიბიის რევოლუციის წინამძღოლის წერილი პრეზიდენტ ბარაკ ობამასათვის“. მასში კადაფმა ხაზი გაუსვა 1973 წლის რეზოლუციის მიუღებლობას და განაცხადა, რომ საკუთარ ხალხთან ომს არ აწარმოებს, არამედ ლიბიას „ალ-ქაიდას“ მებრძოლებისაგან იცავს. „ჩამოდით და თავად დარწმუნდით ამაში“, - დაასკვნა მან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1654.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მარ. 2011, 13:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.