კულტურა: თბილისში გამოიცა სამხედრო მოთხრობების კრებული „22 ივნისი“ | საქართველოს ამბები | ||
საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათებლო კავშირმა „რუსულმა კლუბმა“ თბილისში სამხედრო მხატვრულ-დოკუმენტური მოთხრობების უნიკალური კრებული „22 ივნისი“ გამოსცა. წიგნი დიდი სამამულო ომის დაწყებას, ხსოვნისა და სევდის დღეს ეძღვნება. კრებულის ავტორი და შემქმნელია ფილოლოგი, ლიტერატორი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი არსენ ერემიანი, - შეატყობინეს კავკაზ-პრესს „რუსულ კლუბში“. წიგნის ფურცლებზე ათობით ადამიანის ბედი, რეალური ადამიანების ცხოვრება ცოცხლდება, რომლებიც 70 წლის წინ, 1941 წლის 22 ივნისს, ახალ - მძიმე, უმოწყალო, სამხედრო გზებზე შედგეს ფეხი. წიგნი დიდი სამამულო ომის იმ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად გამოიცა, რომელთა სახელები სამუდამოდაა ჩაწერილი ისტორიის წიგნში, ასევე ფრონტის იმ თავმდაბალ მებრძოლებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძოდნენ სიცოცხლის, გამარჯვების გულისათვის. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1653.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მარ. 2011, 11:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.