პოლიტიკა: გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი უორენ კრისტოფერი | მსოფლიოს ამბები | ||
უორენ კრისტოფერი, რომელიც 1993 წლიდან 1997 წლამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ედგა სათავეში, 19 მარტს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება „GHN“. კრისტოფერი ცნობილია 1995 წელს დეიტონის მშვიდობიანი შეთანხების მიღწევის ძალისხმევებით. ამ შეთანხმებამ ბოლო მოუღო 1992-1995 წლების ბოსნიის ომს. ამას გარდა, კრისტოფერი ცნობილია თავისი მონაწილეობით 1981 წელს ირანში ამერიკელი ტყვეების გათავისუფლებაში. დიპლომატი თირკმელების დაავადებებთან და შარდის ბუშტის სიმსივნესთან დაკავშირებული გართულებებისაგან გარდაიცვალა, იტყობინება NEWSru.com CNN-ზე მინიშნებით. როგორც სააგენტო AP აღნიშნავს, კრისტოფერი იყო „ჩრდილოვანი მომლაპარაკებელი“ პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს. ჯიმ კარტერის (1977-1981 წლები) ადმინისტრაციაში კრისტოფერს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა ეკავა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1652.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მარ. 2011, 11:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.