საზოგადოება: საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 4% ხედავს რუსეთში „ისტორიულ პარტნიორს“ | საქართველოს ამბები | ||
კომპანია BCG Research-ის გამოკითხვაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 40% რუსეთს, პირველ რიგში, „ოკუპანტ ქვეყნად“ მიიჩნევს. საქართველოში 500 რესპონდენტთან ჩატარებული გამოკითხვის მსვლელობაში 37.9%-მა რუსეთი დაასახელა როგორც „ოკუპანტი“. რესპონდენტებისათვის შეკითხვა შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „რას წარმოადგენს რუსეთი საქართველოსთვის?“. პასუხები ამგვარად განაწილდა: „რუსეთი ოკუპანტია“ – 37.9%, „რუსეთი მეზობელია“ – 29%, „რუსეთი საფრთხეა“ – 20.2%, „რუსეთი მტერია“ – 8.9%, „რუსეთი ისტორიული პარტნიორია“ – 4%. რუსეთისა და საქართველოს სამხედრო კავშირს შესაძლებლად გამოკითხულთა მხოლოდ 1.8% მიიჩნევს. რესპონდენტთა 58.1% მომავალში საქართველოს ხედავს როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრს, 40.3%-მა გამოთქვა სურვილი იმისა, რომ საქართველო მომავალში ნეიტრალური ქვეყანა გახდეს. გამოკითხულთა 50.8% შეუძლებლად მიიჩნევს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას ქვეყნის დეოკუპაციამდე. 49.2% გამოდის მოლაპარაკებებისათვის უკვე პირველ ეტაპზე. ამასთან, რესპონდენტთა 28.2%-ს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ მთავრობამ უნდა აწარმოოს, 25.8% მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები სხვადასხვა დონეებზე უნდა ხორციელდებოდეს. საერთაშორისო ორგანიზაციებს უპირატესობას ანიჭებს 13.7%. რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაში ეკლესიის ძალისხმევისა 8.9%-ს სჯერა, მოსკოვთან მოლაპარაკებებისას ოპოზიციის მოქმედებებისა კი 1.6%-ს. გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა პარასკევს ქართულ გაზეთ „24 საათის“ ყოველკვირეულ დანართში Weekend და მოწოდებულია სააგენტო „Новости-Грузия“-ის მიერ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1651.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მარ. 2011, 09:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.