საზოგადოება: ქართული დიასპორისათვის სოციალური ქსელი ამუშავდა | მსოფლიოს ამბები | ||
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დიასპორის საკითხების ადმინისტრაციამ დიასპორისათვის განკუთვნილი სოციალური ქსელი აამოქმედა. ქსელის შექმნის მიზანია დიასპორების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დამყარება და განვითარება და საქართველოსთან მათი კავშირის გამყარება. სოციალური ქსელი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (MOT) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ექსპერტთა შეფასებით, საზღვარგარეთ დაახლოებით 1.6 მლნ ქართველი თანამემამულე ცხოვრობს. საქართველოში დაბადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთში ცხოვრობს - დაახლოებით 800 ათასი. მას მოსდევს უკრაინა - 200 ათასი, 150 ათასი თურქეთსა და საბერძნეთში, 80 ათასი ისრაელში, 70 ათასი აშშ-ში, 35 ათასი ირანში, 30 ათასი ესპანეთში, 25 ათასი გერმანიაში, 20 ათასი საფრანგეთში, 20 ათასი ბელგიაში და 5 ათასი იტალიაში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1650.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მარ. 2011, 09:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.