საზოგადოება: ჩინეთში მასობრივი წესით იხურება ინტერნეტ-კაფეები | მსოფლიოს ამბები | ||
ჩინეთის ხელისუფლებებმა ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე 130 ათასი არალეგალური ინტერნეტ-კაფე დახურეს. ამის შესახებ PCWorldიტყობინება. ჩინეთის მთავრობის ანგარიშის თანახმად, დაწესებულებები „ბაზარზე კონტროლის დაწესების“ ღონისძიებების ფარგლებში დაიხურა. აკრძალვის ქვეშ მოხვედრილი ადგილების უმეტესობის არალეგალურობა, ხელისუფლებათა თვალსაზრისით, მდგომარეობს იმაში, რომ ინტერნეტ-კაფეთა ადმინისტრაცია რეგულარულად უშვებს 18 წლამდე პირებს. სულ ჩინეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 144 ათასი ინტერნეტ-კაფეა განლაგებული, მათგან 30 პროცენტი ქსელური დაწესებულებებია. პეკინში ბაზირებული ორგანიზაცია Analysys International-ის ექსპერტთა აზრით, ჩინეთის ხელისუფლებებისათვის ხელსაყრელია ქსელური ინტერნეტ-კაფეების განვითარება, ვინაიდან ქსელის ყველა ფილიალს მომსახურებისა და უსაფრთხოების ერთნაირი სტანდარტები აქვს. ჩინეთში ყველა ინტერნეტ-კაფე ლიცენზიებით მუშაობს, რომელთა გამოხმობა მთავრობას ნებისმიერ მომენტში შეუძლია. 2010 წლის აპრილში ჩინეთის კულტურის სამინისტრომ გამოუშვა დირექტივა, რომლის თანახმადაც საჯარო ადგილებში 18 წლამდე პირთათვის ინტერნეტთან წვდომა აკრძალული იყო, რადგან ქსელში განთავსებულ კონტენტს ბავშვებსა და მოზარდებზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. 2010 წელს ჩინეთში ინტერნეტ-კაფეების მომხმარებელთა რიცხვმა დაახლოებით 163 მლნ ადამიანი შეადგინა. ინტერნეტის აქტიურ მომხმარებელთა საერთო რაოდენობა 450 მილიონს აჭარბებს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1648.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მარ. 2011, 09:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.